Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაიმერის ინიციატორი პარტიები დღეს განცხადებას გააკეთებენ


პრაიმერის ინიციატორი ოპოზიციური პარტიები დღეს სასტუმრო ‘’ბეტსში’’ ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. როგორც ‘’ინტერპრესნიუსს’’ ღონისძიების ერთ-ერთმა მონაწილემ, ‘’ხალხის პარტიის’’ ლიდერმა კობა დავითაშვილმა განუცხადა, დღეს დაგეგმილია პრაიმერის დებულების პრეზენტაცია და საორგანიზაციო ჯგუფის არჩევა, რომელსაც ტექნიკური ბაზის მომზადება, დებულებაზე შენიშვნების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება დაევალება. მისივე ინფორმაციით, საორგანიზაციო ჯგუფში წარმოდგენილი იქნებიან ის პარტიები, რომლებიც უკვე თანახმა არიან პრაიმერში მონაწილეობაზე. პრაიმერში ‘’კონსერვატორებთან’’ და ‘’ხალხის პარტიასთან’’ ერთად მონაწილეობას მიიღებს ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა ‘’სამართლიანი საქართველოსთვის’’. შესაბამისად, დღევანდელ ღონისძიებას ზვიად ძიძიგური და ზურაბ ნოღაიდელიც დაესწრებიან. რაც შეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, დავითაშვილის განცხადებით, მათ მოსაფიქრებლად მთელი იანვარი აქვთ. ‘’მანამდე კი ჩვენ მათგან საქმიან შენიშვნებსა და წინადადებებს მივიღებთ’’, - დასძინა მან.
XS
SM
MD
LG