Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავიაკომპანია „აირზენამ“ გააუქმა „თბილისი-მოსკოვის“ რეისი, რომელიც 26 დეკემბრისთვის იყო დანიშნული


საქართველოს ტარნსპორტის ერთიან ადამინისტრაციაში განმარტეს, რომ რუსეთის მხარემ რეისის მიღებაზე უარი ქართული კომპანიის ფინანსური დავალიანების გამო განაცხადა, თუმცა, ტრანსპორტის ადამინისტრაციაში შენიშნავენ, რომ „აირზენას“ რუსეთის სანავიგაციო სამსახურების არაფერი მართებს. ამას გარდა, რუსეთის მხარე დაჟინებით მოითხოვს ფრენის უსაფრთხოების გარანტიებს, მაგრამ არ აზუსტებს რას გულისხმობს: ტექნიკურ უსაფრთხოებას თუ ანტიტერორისტული ზომების გატარებას
XS
SM
MD
LG