Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ნიგერიელ აბდულ ფარუქ აბდულმუთალიბს ტერაქტის მცდელობაში სდებს ბრალს


ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ნიგერიელ მამაკაცს ავიარეისის დროს აფეთქების მოწყობის მცედლობაში სდებს ბრალს. როგორც იტყობინებიან, ამერიკის ხელისუფლება გამოვიდა მოწოდებით, ავიალაინერებზე გაძლიერდეს უსაფრთხოების ზომები მას მერე, რაც, გავრცელებული ცნობებით, მგზავრი შეეცადა აეფეთქებინა შეერთებულ შტატებში მიმავალი თვითმფრინავი. კონტრტერორიზმის ეროვნული კოორდინატორი ჰააგაში იტყობინება, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლებამ განუსაზღვრელი ვადით ითხოვა უსაფრთხოების დამატებითი ზომების შემოღება შეერთებული შტატებისკენ მიმავალ ყველა რეისზე. მანამდე ამერიკის ხელისუფლებამ დააკავა ნიგერიელი აბდულ ფარუქ აბდულმუთალიბი, რომელიც, როგორც იტყობინებიან, ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებას შეეცადა ამსტერდამიდან დეტროიტში მიმავალ ავიალაინერში. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ის ამ ინციდენტს ტერაქტის მცდელობად განიხილავს.
XS
SM
MD
LG