1979 წლის 27 დეკემბერს საბჭოთა არმიის ნაწილები ავღანეთში შეიჭრნენ, დაამხეს პრეზიდენტი ჰაფიზულა ამინი და ქვეყანაში კომუნისტური წეს-წყობილების იძულებით დანერგვას მიჰყვეს ხელი. 10 წლიანი სისხლიანი ოკუპაცია, რომლის დროსაც 13 ათასზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა, ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების სამარცხვინო გამოყვანით და მალე კომუნისტური იმპერიის დაშლით დასრულდა. ავღანეთში ე.წ. ინტერნაციონალურ მისიაში საქართველოდან 5000-ზე მეტი ჯარისკაცი ღებულობდა მონაწილეობას. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ისინი მაშინ ისევე იცავდნენ საქართველოს ღირსებას, როგორც ავღანეთში დღეს მყოფი ქართველი სამხედროები.
რაკი ისტორიულ თარიღზე ვსაუბრობთ, უპრიანია, თხრობა სწორედ იმ ვითარების აღწერით დავიწყოთ, რომელიც წინ უძღოდა საბჭოთა ინტერვენციას ავღანეთში 30 წლის წინ. იმხანად 27 წლის საბჭოთა ლეიტენანტი ვალერი ვოსტროტინი იმ სამხედრო-საშტურმო ასეულში იყო, რომელსაც, საბჭოთა სუკ-ის გენერლის ბრძანებით, ავღანეთის კომუნისტი პრეზიდენტის, ჰაფიზულა ამინის, სასახლის შტურმით აღება დაევალა, მიუხედავად იმისა, რომ საშტურმო რაზმი საკმაოდ ცუდად იყო შეიარაღებული და ის, ფაქტობრივად, სასაკლაოზე გაუშვეს.
”ნებისმიერი სახის ნაღმზე სადაზვერვო ჯავშანმანქანის აფეთქება მთელი ეკიპაჟის დაღუპვას მოასწავებდა. მაშინ როცა, უკეთესი მოდელის ქვეითთა საბრძოლო მანქანის შემთხვევაში, ეკიპაჟი მხოლოდ მსუბუქ კონტუზიას მიიღებდა, ჩვენი სადაზვერვო ჯავშანმანქანა განადგურდებოდა.”
სუკ-ის სადესანტო-საშტურმო ასეულს, რომელშიც ლეიტენანტი ვალერი ვოსტროტინიც შედიოდა, შტურმის დროს მეორე ქვედანაყოფმა ცეცხლი გაუხსნა და რამდენიმე თავისიანი ჯარისკაციც შემოაკვდა. ოპერაცია დაუგეგმავი იყო და სპონტანურად განხორციელდა, თუმცა ქვედანაყოფმა დავალება შეასრულა: ავღანეთის პრეზიდენტი ამინი და მისი ოჯახი ამოწყვიტეს. ავღანელებმა მხოლოდ მეორე დღეს, 28 დეკემბერს, შეიტყვეს გადატრიალების შესახებ, რის შედეგადაც ქვეყნის სათავეში საბჭოთა მარიონეტი, ბაბრაქ კარმალი, მოექცა.
კარმალმა თავის წინამორბედს, ჰაფიზულა ამინს, იმპერიალისტების ჯაშუში უწოდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ საბჭოთა ჯარების შესვლას კრემლს სწორედ კარმალი სთხოდვა და მას სწორედ ის სადესანტო ნაწილი იცავდა, რომელსაც 1979 წლის 27 დეკემბერს ამინის მოკვლა დაავალეს. სამწუხაროდ, ასეთი იყო კრემლის ხელწერა. საბჭოთა ლიდერები ფიქრობდნენ, რომ ამინს კიდევ უფრო ლოიალური ლიდერით ჩაანაცვლებდნენ, მაგრამ მალე მეტად ხანგრძლივ კონფლიქტში მოუხდათ ჩაბმა, რაც ძალაგამოცლილ საბჭოთა იმპერიას დიდი მსხვერპლის ფასად დაუჯდა.
ამინის მოკვლის შემდეგ საბჭოთა კავშირმა ავღანეთში 80 ათასიანი არმია შეიყვანა. საოკუპაციო არმიამ, პროკრემლისეულ ავღანურ ნაწილებთან ერთად, ავღანეთის ყველა სამთავრობო შენობასა და დიდ ქალაქზე კონტროლი დააწესა. იანვრის დასაწყისში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ამერიკელ ხალხს ოკუპაციის ფაქტი ამცნო:
“ეს არის საერთაშორისო კანონებისა და გაეროს წესდების უხეში დარღვევა. ეს არის წინასწარგანზრახული ქმედება ძლიერი ათეისტური სახელმწიფოსი მაჰმადიანი ხალხის დასაპყრობად.”
გაერომ დაგმო საბჭოთა ოკუპაცია ავღანეთში და მოუწოდა კრემლს გამოეყვანა ჯარები, პრეზიდენტმა კარტერმა კი ბოიკოტი გამოუცხადა 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადას. მაგრამ მალე ვაშინგტონი იძულებული გახდა მთელი საერთაშორისო ძალისხმევა ირანელი მძევლების კრიზისზე გადაეტანა. საბჭოთა პროპაგანდა კი ამასობაში ძალას არ იშურებდა, ავღანეთში შეჭრა ქვეყნის კაპიტალისტური იმპერიალიზმისაგან გადარჩენის სურვილით გაემართლებინა. ავღანეთში ჩასვლამდე საბჭოთა მეთაურები სამხედროებს არწმუნებდნენ, რომ ავღანეთში ამერიკელ სამხედროებთან ბრძოლა მოუხდებოდათ, თუმცა,სინამდვილეში, აღმოჩნდა, რომ უნდა გვებრძოლა ავღანელი მეამბოხეების წინააღმდეგ, მთიან რაიონებში, რაც დიდი მსხვერპლის ფასად გვიჯდებოდა, - იხსენებს ავღანეთის ომის ვეტერანი, ლეიტენანტი დმიტრი პოლიაკოვი, რომელიც იმ დროს არტილერიის ოფიცერი იყო.
“წავაწყდით იმას, რომ ადამიანი საბჭოთა ხელისუფლებისათვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენდა. ჩვენ ვიყავით საზარბაზნე ხორცი, გადასროლილი ავღანეთში იმ ამბიციური ამოცანების შესასრულებლად, რომელიც არავის არ სჭირდებოდა.”
შეგრძნება იმისა, რომ კონფლიქტი ავღანეთში არავის სჭირდებოდა, 1985 წელს საბჭოთაAქვეყნის სათავეში მიხეილ გორბაჩოვის მოსვლის შემდეგ გაჩნდა, თუმცა გორბაჩოვმა თავისი გეგმა სისრულეში მხოლოდ 4 წლის შემდეგ მოიყვანა. ამასობაში კი ავღანელი მეამბოხეების წინააღმდეგობა სულ უფრო გააფთრებული ხდებოდა. როგორც დღეს, ისე 30 წლის წინ, ყველაზე მაღალი ინტენსივობის დაპირისპირების არეალი იყო პაკისტანის მიმდებარე ტერიტორიები. სწორედ იქ მოუწია საბრძოლო დავალების შესრულება ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის თავმჯდომარე ნუგზარ კახნიაურს, რომელმაც ერთ-ერთ ბოლო საბჭოთა ნაწილთან ერთად დატოვა ავღანეთი 1988 წელს:
“ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაახლოებით 180 კაცამდე იყვნენ “დუშმანები”, “მოჯახედები”, ჩვენ კი ოცმა კაცმა გავბედეთ და შევებრძოლეთ. აი, მაშინ საკმაოდ დიდი მსხვერპლი იყო ჩვენი მხრიდან - 6 კაცი დაიღუპა, შვიდი დაიჭრა და ძლივძლივობით გამოვაღწიეთ ავიაციის დახმარებით.”
საბჭოთა კავშირს 10 წლიანი ოკუპაცია ავღანეთში 13 ათასი ჯარისკაცის სიცოხლის ფასად დაუჯდა. როგორც ნუგზარ კახნიაური ამბობს, ოფიციალური ინფორმაციით, მათ შორის არის 100-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე:
“საქართველოდან 128 კაცია დაღუპული, ოფიციალური მონაცემებით. 7 იყო ტყვედ დარჩენილი. აქედან ერთი კაცი დაბრუნდა "ავღანელთა კავშირის" დახმარებით უკვე ომის დასრულების შემდეგ და 6 ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.”
ნუგზარ კახნიაური ამბობს, რომ 24 წლის წინ ავღანეთში იგი თავისი სურვილის წინააღმდეგ მოხვდა, იმ 170 ქართველი ჯარისკაცისაგან განსხვავებით, რომლებიც საქართველომ წელს გაუშვა ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედ ფრანგულ კონტინგენტში, ქაბულში. ავღანეთის საბჭოთა ოპერაციის ვეტერანი ამბობს, რომ ახალგაზრდა რომ იყოს და არჩევანი ჰქონდეს, დღეს ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცების გვერდით დადგებოდა:
“ვფიქრობთ, დღეს უფრო ვალდებულია ნებისმიერი ქართველი, დაიცვას თავისი ქვეყნის ინტერესები ავღანეთში, სადაც შეერთებული შტატები და ნატო აწარმოებს ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ. ვფიქრობ, უპრიანია, რაც შეიძლება ბევრმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღოს საბრძოლო გამოცდილება როტაციის პრინციპით.”
ნუკრი კახნიაურმა ახსენა შეეერთებული შტატები და ნატო, რომლებიც დღეს გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას აწარმოებენ ავღანეთში. მაგრამ რა იქნება ამ ომის სავარაუდო შედეგი? როგორც მოსკოვში მოღვაწე სამხედრო ექსპერტი ალექსანდრ გოლცი ფიქრობს, საბჭოთა არმიის მარცხმა ავღანეთში ნათლად აჩვენა, რომ ავღანეთისათვის “უცხოური აზროვნების” თავს მოხვევის განზრახვა წარუმატებლობისათვის არის განწირული:
“ერთი მხრივ, ობამას უნდა ესმოდეს, რომ იგი ვერ გაიმარჯვებს. მაგრამ, მეორე მხრივ, მან არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ჯარების ავღანეთიდან გაყვანის შესახებ, რათა მეტ-ნაკლებად მაინც შეინარჩუნოს სტაბილურობა უზარმაზარ რეგიონში.”
ამერიკის არმიის ავღანეთიდან უახლოეს ხანებში გასვლა ისლამისტ ექსტრემისტებს დაარწმუნებს, რომ მათ ამერიკას სძლიეს, რამაც შეიძლება მთელი ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზება გამოიწვიოს, - ამბობს გოლცი და დასძენს: “რაც არ უნდა მოხდეს, ავღანეთი იყო და დარჩება “გადაუჭრელ ამოცანად”.