ავღანეთის პარლამენტი 20 თებერვლამდე წავიდა ზამთრის არდადეგებზე ისე, რომ ვერ მოხერხდა მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება. უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში პარლამენტმა ორჯერ უკუაგდო პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მიერ წარმოდგენილი მინისტრთა კანდიდატურების ნახევარი.