Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: შოთა ცანავა


შოთა ცანავა, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
შოთა ცანავა, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
26 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო შოთა ცანავა, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე. მან ისაუბრა საქართველოში ღორის გრიპის გავრცელების დინამიკაზე. ცანავას თქმით, დაავადების გავრცელებამ იკლო. მოსალოდნელია კიდევ ერთი ტალღა, თუმცა, ის შესაძლოა არ იყოს ისეთი სიძლიერის და სირთულის, როგორც დეკემბრის ბოლოს შეინიშნებოდა. ამის მიუხედავად, შოთა ცანავა მნიშვნელოვნად თვლის ექიმისთვის დროულად მიმართვას. რესპონდენტმა ისაუბრა ვაქცინაციის საკითხზეც. ცანავა აცხადებს, რომ როგორც კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ღორის გრიპის ვაქცინის შესახებ რეკომენდაციას მოამზადებს, პირველ რიგში ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფები უნდა აიცრან. ასეთთა შორის არიან ორსულები, ექიმები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG