Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოსადმი საქართველოს წლევანდელი ვალდებულებები ბრიუსელში განიხილება


ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე წლევანდელი ეროვნული პროგრამის დეტალები განიხილება. ჩრდილო-ატალნტიკური ალიანსისადმი საქართველოს წლევანდელ ვალდებულებათა შორისაა სამხედრო რეფორმის გაძლიერება, აგვისტოს ომის შედეგების დაძლევა, მედიის თავისუფლების ხარისხის გაზრდა და თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარება. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის გარდა, ალიანსის სახელმწიფოთა გენერალური შტაბების მეთაურთა ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, ბრიუსელში, ნატო-უკრაინის კომისიის და ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომებიც გაიმართება. აგვისტოს ომის შემდეგ, გენერალური შტაბების მეთაურთა დონეზე ნატოსა და რუსეთის წარმომადგენლები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან და ძირითადად, ავღანეთის პრობლემაზე იმსჯელებენ
XS
SM
MD
LG