Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლი მასპინძლობს ავღანეთის მეზობლების შეხვედრას


სტამბოლში იმართება რეგიონის ლიდერების შეხვედრა, რომელზეც იმსჯელეს საერთო მიდგომაზე ავღანეთში კონფლიქტისადმი, ვიდრე ამავე თემაზე ლონდონში უფრო მასშტაბური კონფერენცია გაიმართებოდეს. თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული მასპინძლობს შეკრებას ავღანეთისა და პაკისტანის პრეზიდენტების, ჰამიდ კარზაის და ასიფ ალი ზარდარის, ისევე როგორც ირანის, ტაჯიკეთის, ჩინეთის, რუსეთისა და რამდენიმე სხვა ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრას ესწრებიან ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებიც, მათ შორის ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ მილიბენდი. ხუთშაბათს ლონდონში 60-ზე მეტი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები განიხილავენ ავღანეთის მომავალთან დაკავშირებულ საკითხებს.
XS
SM
MD
LG