Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ ბრიტანელი დიპლომატი აირჩია ავღანეთში უმაღლესი რანგის სამოქალაქო წარმომადგენლად


ნატომ ავღანეთში ბრიტანეთის ელჩი, მარკ სედვილი დანიშნა ალიანსის ახალ სამოქალაქო წარმომადგენლად ამ ქვეყანაში. სედვილი უხელმძღვანელებს ავღანეთში რეკონსტრუქციის ძალისხმევას და იზრუნებს ავღანეთის მთავრობასთან, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის გაეროსთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. ავღანეთში გაეროს წარმომადგენელმა კაი ეიდემ ბოლოხანს გააკრიტიკა ნატოს სარეკონსტრუქციო ძალისხმევა, რადგან ის, ეიდეს შეფასებით, არ შეესაბამება ავღანეთის მთავრობის პრიორიტეტებს. სედვილის დანიშვნა ორი დღით უსწრებს ლონდონის საერთაშორისო კონფერენციას, რომლის მონაწილეებიც ავღანეთის მომავლის საკითხებზე იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG