Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერს მართებულად არ მიაჩნია ავღანეთიდან ჯარისკაცების გაყვანის თარიღის დასახელება


გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, შეცდომა იქნებოდა ავღანეთიდან გერმანელი ჯარისკაცების გაყვანის კონკრეტული თარიღის განსაზღვრა, რადგან ამან, შესაძლოა, თალიბანი წააქეზოს. „მე მაინც არასწორედ მივიჩნევდი ჯარების გაყვანის თარიღის დასახელებას, რადგან წინასწარ არ ვიცით, როგორ განვითარდება პროცესები და არ გვინდა თალიბანის მოტივირება, რომ ახლა უკან დაიხიოს, რათა შემდეგ უფრო დიდ იერიშზე გადავიდეს.“ ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა ბერლინში ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა. გუშინ მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია დამატებით 500 ჯარისკაცის გაგზავნას აპირებს ავღანეთში, სადაც გერმანია ამჟამად 4300-კაციანი კონტინგენტით არის წარმოდგენილი. კანცლერმა განაცხადა ასევე, რომ გერმანია თითქმის აორმაგებს განვითარებისთვის განკუთვნილ ფინანსურ დახმარებას - ის მომდევნო სამი წლის მანძილზე 430 მლნ ევროს (650 მლნ დოლარს). ხვალ ლონდონში იწყება დიდი საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც ავღანეთის მომავალთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG