Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნიკოლოზ ფრუიძე


ნიკოლოზ ფრუიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ნიკოლოზ ფრუიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
29 იანვარს, რადიო ”თავისუფლების” დილის ეთერის სტუმარი იყო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე. უახლოეს მომავალში, საქართველოში ახალი სადაზღვევო პაკეტი ამოქმედდება. ცვლილების მიხედვით, ის სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ ააშენონ ან რეაბილიტაცია გაუკეთონ საავადმყოფოებს, სამი თვის განმავლობაში მთავრობასთან ხელშეკრულებებს გააფორმებენ. ხელშეკრულებაში დეტალურად გაიწერება, სად და რა რაოდენობით კლინიკა აშენდება. მშენებლობების დასრულება 2012 წლისთვის იგეგმება. ახალი სადაზღვევო პაკეტის მფლობელებს კი სახელმწიფო მედიკამენტების შეძენის დროს 50%-იანი თანადაფინანსებით დაეხმარება. უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება იმ მედიკამენტების ნუსხა, რომელსაც დაზღვეული პირები, რეცეპტის წარდგენის შემთხვევაში 50 %-იანი ფასდაკლებით მიიღებენ.
XS
SM
MD
LG