Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოები დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას სწავლობენ


კარალეთის დევნილთა დასახლება
კარალეთის დევნილთა დასახლება
„ ერთად ჩვენ შევძლებთ“ ფარგლებში, კარალეთის დევნილთა დასახლებაში შეხვედარა გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. იძულებით გადაადგილებულ პირებს საშუალება ექნებათ არასამთავრობო ორგანიზაციას შეატყობინონ თავიანთი პრობლემები და ერთობლივი ძალისხმევა ამ პრობლემების დაძლევისკენ მიმართონ. შეგროვილი ინფორმაცია ხელისუფლებას და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაეცემათ, რათა მათი მეშვეობით გაეწიოთ დახმარება დევნილებს. კარალეთში ჩასახლებულმა დევნილებმა ღიად და საჯაროდ ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ დიდი ხანია აწუხებთ. მთავარ პრობლემად მათ მაინც დაუსაქმებლობა დაასახელეს.

ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენელი დოდო ჭუმბურიძე მიიჩნევს, რომ დევნილების და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურობით, ასევე მედიისა და მესამე სექტორის მხარდაჭერით, არაერთი პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი.

პროექტის - “ერთად ჩვენ შევძლებთ” - მხარდამჭერთა ქსელი იქმნება საქართველოს 4 რეგიონში - შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთსა და სამეგრელოში. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება შიდა ქართლში ჩასახლებული დევნილებისთვის. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
XS
SM
MD
LG