Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიმოშენკო იანუკოვიჩს საარჩევნო კანონში ცვლილების გამო აკრიტიკებს


იულია ტიმოშენკო ვიქტორ იანუკოვიჩს კვირას დაგეგმილი არჩევნების ჩაშლის მცდელობაში სდებს ბრალს საარჩევნო კანონში ბოლო მომენტში შეტანილი ცვლილების გამო. ტიმოშენკოს განცხადებით, ცვლილება, რომელიც იანუკოვიჩის რეგიონების პარტიამ გაიტანა პარლამენტში, იანუკოვიჩს ხმების მოპარვის საშუალებას მისცემს. საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, უქმდება ნორმა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტობის კანდიდატების წარმომადგენლები ცალკეულ საარჩევნო უბანზე ხმების დათვლას უწევდნენ მეთვალყურეობას. ტიმოშენკო მოუწოდებს პრეზიდენტ იუშჩენკოს არ მოაწეროს ხელი ამ საკანონმდებლო ცვლილებას, რაც ტიმოშენკოს განცხადებით, იქნება სამართლიანი არჩევნების დასასრული უკრაინაში. იუშჩენკოს პარტიამ პარლამენტში მხარი დაუჭირა ამ ცვლილებას.
XS
SM
MD
LG