Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისისადმი ინტერესი დიდია


ქუთაისის ცენტრალური მოედანი
ქუთაისის ცენტრალური მოედანი
ქუთაისში მოქმედი პარტიებიდან საარჩევნო სიების გადამოწმების განზრახვის შესახებ უკვე განაცხადეს მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის” და ”ხალხის პარტიის” წევრებმა.

ნოღაიდელის „მოძრაობის“ წარმომადგენლის შოთა ბურჯანაძის თქმით, ისინი სიების შემოწმებას 15თებერვლიდან დაიწყებენ.

„ხალხის პარტიის“ ქუთაისელი ლიდერი როზა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მათი აქტივისტები საარჩევნო სიების გადასამოწმებლად მობილიზებულნი არიან. როგორც ლორთქიფანიძე აცხადებს, ისინი მზად არიან საოლქო საარჩევნო კომისია აიძულონ, გაასწორონ მათ მიერ დაფიქსირებული დარღვევები.

რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციას სათავო ოფისიდან სამოქმედო დირექტივა ჯერ არ მიუღია. ნატო ქათამაძის თქმით, მათ პარტიას მწირი ფინანსები ყველა ოლქში სიების გადამოწმების საშუალებას არ აძლევს, თუმცა რესპუბლიკელებისთვის ქუთაისის საარჩევნო სიაში არსებული უზუსტობები ცნობილია. ნატო ქათამაძის თქმით, საპარლამენტო არჩევნების დროს მათ მკვდარი სულები და გაორებული კორპუსები დააფიქსირეს. „ხელისუფლებამ თავის სასარგებლოდ საზღვარგარეთ მყოფი ადამიანები გამოიყენა. გარდა ამისა, კერძო სექტორში მცხოვრები დევნილები კომპაქტურად დასახლებულ უბნებშიც იყვნენ რეგისტრირებულნი,“– უთხრა რადიო თავისუფლებას ნატო ქათამაძემ.

საარჩევო სიების დაზუსტების პროცესში არც საოლქო კომისია მიიღებს მონაწილეობას. კომისიის თავმჯდომარის ავთო ოსეფაიშვილის თქმით, მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ინსტრუქცია არ მიუღიათ.

ქუთაისის 59–ე საარჩევნო ოლქში 120 საარჩევნო უბანი შედის, სადაც 160 ათასამდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.
XS
SM
MD
LG