Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაიმერის ინიციატორმა პარტიებმა წინასწარი არჩევნების თარიღები დაასახელეს


თვითმმართველობის არჩევნებამდე პრაიმერის ჩატარების ინიციატორმა პარტიებმა დაასახელეს წინასწარი არჩევნების თარიღები. ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში, თელავში, გორსა და რუსთავში პრაიმერი 21 მარტს გაიმართება, აღმოსავლეთ საქართველოს დანარჩენ რაიონებში - 27 მარტს, დასავლეთ საქართველოში კი - 11 აპრილს. უცვლელია პრაიმერის ჩატარების თარიღი თბილისში, რომლის 25 საარჩევნო ოლქში წინასწარი არჩევნები 18 აპრილს გაიმართება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ პრაიმერში მონაწილეობას აპირებენ კონსერვატიული, ხალხის და მომავლის პარტიები, ‘’მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის,’’ მოძრაობა ‘’ქრისტიანული საქართველო’’ და ვეტერანთა და პატრიოტთა კოალიცია ‘’მამულიშვილი.’’ კონსერვატორმა კახა კუკავამ დღეს უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წინასწარ არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატად კენჭს იყრის ლევან გაჩეჩილაძე.
XS
SM
MD
LG