Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კანატ საუდაბაევმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ვიზიტი დაიწყო


ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კანატ საუდაბაევმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ვიზიტი დაიწყო. ის დღეს ბაქოში აზერბაიჯანის ხელისუფლების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. საუდაბაევის განცხადებით, ყაზახეთის, ისევე, როგორც ეუთოს ნებისმიერი თავმჯდომარე ქვეყნის, უცვლელი პრიორიტეტი გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარებაა. ყაზახი დიპლომატი ხვალ აზერბაიჯანიდან საქართველოს ეწვევა და შემდეგ სომხეთში გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG