Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ დალაი ლამა მიიღო


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დღეს თეთრ სახლში დალაი ლამა მიიღო. ტიბეტის სულიერი ლიდერი შეხვედრის შემდეგ საჯარო განცხადებით გამოვიდა - თქვა, რომ ობამამ საუბრის დროს „მხარდაჭერა“ გამოავლინა. დალაი ლამას თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტს ის მშვიდობის, ადამიანის უფლებების და რელიგიური ჰარმონიის გაძლიერებაზე ესაუბრა. თეთრი სახლის განცხადებით, ობამა შეხვედრაზე ტიბეტის შესახებ ჩინეთთან პირდაპირი დიალოგის გამართვის მოწოდებით გამოვიდა. ჩინეთი ეწინააღმდეგებოდა ობამას შეხვედრას ტიბეტის ბუდისტ ლიდერთან - რომელსაც პეკინი სეპარატისტად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG