Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თომას ჰამარბერგი ეწვევა


დღეს საქართველოს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი თომას ჰამარბერგი ეწვევა. ჰამარბერგი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც გეგმავს ჩასვლას. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის რწმუნებულის პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში, ბორის ჩოჩიევის ინფორმაციით, ევროპელი უფლებების დამცველის ვიზიტის მთავარი თემა ე. წ. სამხრეთ ოსეთის უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეებია. ჩოჩიევი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი თომას ჰამარბერგი სამხრეთ ოსეთის გაუჩინარებული მოქალაქეების საქმეში საერთაშორისო იურისტების ჩართვას გეგმავს. "თუ ქართული მხარე არ გამოიჩენს კეთილ ნებას და არ გაათავისუფლებს ჩვენს მოქალაქეებს, ან არ მიაწვდის ინფორმაციას მათ შესახებ, რომლებსაც ქართული მხარე "უგზო-უკვლოდ დაკარგულებს" უწოდებს, მაშინ ჰამარბერგი გვპირდება, რომ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოში საერთაშორისო დამოუკიდებელ იურისტებს დაპატიჟებს, რომლებიც ამ საკითხების გარკვევით დაკავდებიან", - აცხადებს ჩოჩიევი.
XS
SM
MD
LG