Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანუკოვიჩის განცხადებით, უკრაინისთვის პრიორიტეტია „ევროპული ინტეგრაცია“


უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა მისი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტად „ევროპული ინტეგრაცია“ დაასახელა. ამ შინაარსის განცხადება მან დღეს ბრიუსელში გააკეთა. საქმე ეხება საზღვარგარეთ მის პირველ ვიზიტს გასულ კვირაში პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, იანუკოვიჩმა პირობა დადო, რომ უკრაინა უზრუნველყოფს რუსეთის გაზის უსაფრთხო ტრანზიტს ევროპაში, ბოლო წლების პრობლემების შემდეგ. მიმდინარე კვირის ბოლოს იანუკოვიჩი მოსკოვში შეხვდება რუსეთის ლიდერებს.
XS
SM
MD
LG