Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: სერგი კაპანაძე


სერგი კაპანაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი
სერგი კაპანაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი
9 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო სერგი კაპანაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი. მან ისაუბრა ეუთოს დღევანდელ საქმიანობაზე საქართველოსთან მიმართებით. კაპანაძის თქმით, საქართველოში სრულფასოვანი მისიის არქონის პირობებში, ეუთო ცდილობს გამოიყენოს შესაძლებელი ფორმატები ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ერთ-ერთი ასეთი ფორმატის შექმნის მცდელობაა ეუთოს ახალი თავმჯდომარის ინიციატივა შეიქმნას აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ე.წ. ”რეგულარული მონახულების” ფორმატი. ეს ინიციატივა, კაპანაძის განმარტებით, დაკავშირებულია ეუთოს ეფექტიან მონაწილეობასთან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობაში. რაც ეხება ახლანდელი ვიზიტის მნიშვნელობას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია, თუმცა, არის მნიშვნელოვანი ფორუმი ეუთოში მიმდინარე დისკუსიებისთვის ”ტონის მისაცემად” და ჩვენი რესპონდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასამბლეის ხელმძღვანელი პირადად მიიღებს ინფორმაციას რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ ვითარებაზე.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG