Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარკოზი შეშფოთებულია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიპლომატიის ნელი ტემპით


საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დღეს შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ წინ სწრაფად არ მიიწევს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიპლომატია მთიანი ყარაბაღის საკითხზე. სარკოზის ოფისის განცხადებით, პრეზიდენტმა ეს შეშფოთება გამოთქვა პარიზში, სომეხ კოლეგა სერჟ სარქისიანთან შეხვედრის დროს. იქვე სარკოზიმ ორივე მხარეს მოუწოდა „საჭირო ძალისხმევისა და კოპრომისებისკენ“. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებს ჟურნალსიტებთან არ უსაუბრიათ.
XS
SM
MD
LG