Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლანდიის მთავრობა უარყოფს „კავშირს“ სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტას და ჯარში ჰომოსექსუალების ყოფნას შორის


ჰოლანდიის ოფიციალურმა პირებმა უარყვეს შეერთებული შტატების ჯარის ყოფილი გენერლის გამცხადება - ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვერ შესძლეს ჰოლანდიელმა ჯარისკაცებმა 1995 წელს სრებრენიცაში ხოცვა-ჟლეტის აღკვეთა, მათ რიგებში ღიად ჰომოსექსუალი ჯარისკაცების ყოფნა იყო. ნატოს ყოფილმა მეთაურმა, ჯონ შიჰანმა, ეს სენატში გამოსვლისას განაცხადა, როცა შეეწინააღმდეგა წინადადებას შეერთებული შტატების ჯარში ჰომოსექსუალთა ღიად დაშვების შესახებ. შიჰანის მტკიცებით, მას ჰოლანდიის ლიდერებმა უთხრეს, რომ სრებრენიცის დაცემას ხელი ჯარისკაცებს შორის ჰომოსექსუალთა ყოფნამ შეუწყო. სრებრენიცაში - რომელიც გაეროს მიერ დაცულ ანკლავს წარმოადგენდა და იქ სამოქალაქო პირებს ჰოლანდიელი ჯარისკაცები იცავდნენ - 1995 წელს დაახლოებით 8,000 ბოსნიელი მუსულმანი მამაკაცი და ბიჭი დახოცეს ბოსნიელმა სერბებმა. ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, როჯერ ვან დე ვეტერლინგმა, შიჰანის განცხადებებს „სრული სისულელე“ უწოდა.
XS
SM
MD
LG