Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი ჩინეთში ვიზიტს იწყებს


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი დღეს ჩინეთში ვიზიტს იწყებს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა, თავდაცვის, ენერგეტიკისა და ინვესტიციების საკითხთა მინისტრები არიან. ჩვენი რადიოს ავღანური სამსახურის ცნობით, ვარაუდობენ, რომ ავღანეთის ენერგეტიკის მინისტრი ჩინელ მასპინძლებს გააცნობს ინფორმაციას გაზის 11 საბადოზე, რომლებიც ჩრდილო-დასავლეთ ავღანეთის ორ პროვინციაში მდებარეობს. ამჟამად გამოცხადებულია ორი საერთაშორისო ტენდერი იმის გასარკვევად, თუ ვინ მოიპოვებს ამ საბადოების ათვისების უფლებას. ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ვიზიტის გეგმა ითვალისწინებს ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობის გააქტიურების შესახებ შეთანხმებებზე ხელმოწერას.
XS
SM
MD
LG