Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სტიქიის შედეგები და ლიკვიდაცია


დაახლოებით ერთი კვირაა რაჭა-ლეჩხუმის, შიდა და ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რამდენიმე რაიონში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები თუ ექსპერტები სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. მარტის შუა რიცხვებიდან მოყოლებული რამდენიმე დღის განმავლობაში უხვმა ნალექმა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ათობით ადამიანს მიაყენა ზიანი - დაიმეწყრა გზები, დაიტბორა სახლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ცაგერის რაიონში დაიღუპა მამაკაციც. გასული კვირის ბოლოს სტიქიის შედეგებზე მსჯელობისას მთავრობის სხდომაზე ითქვა, რომ დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ყველაფერი გაკეთდება. დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნებზე ”რეგიონულ მაცნეში” დღეს ჩვენი ქუთაისელი, ლაგოდეხელი, რუსთაველი და გორელი კორესპონდენტები ისაუბრებენ.
XS
SM
MD
LG