Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერი კმაყოფილია საბერძნეთისთვის განკუთვნილი საფინანსო დახმარების გეგმით


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დღეს კმაყოფილება გამოთქვა შეთანხმებით, რომელსაც ევროზონის ქვეყნებმა მიაღწიეს საბერძნეთისთვის დახმარების გასაწევად. ადრე მერკელი ასეთი შეთანხმების წინააღმდეგ გამოდიოდა. დიდი ვალების მქონე საბერძნეთს დაჰპირდნენ ფინანსურ მხარდაჭერას ქვეყნებისაგან, რომლებიც ასევე ევროთი სარგებლობენ - ამ დახმარებას ითვალისწინებს გუშინ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად მიღწეული შეთანხმება. თუმცა ის მკაცრ პირობებს ითვალისწინებს საბერძნეთისთვის, რომლის ბიუჯეტის დეფიციტიც ოთხჯერ აღემატება ევროკავშირის მიერ დაწესებულ ლიმიტს. გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის დასახმარებლად განკუთვნილი პაკეტი შესაძლოა, 22 მილიარდამდე ევროს მოიცავდეს. ოფიციალური განცხადება ამ საკითხზე ჯერ არ გაკეთებულა.
XS
SM
MD
LG