Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიანი ყარაბაღის მახლობლად აზერბაიჯანის ჯარისკაცი იქნა მოკლული სომხეთის ჯარებთან შეტაკებებში


აზერბაიჯანის ტელევიზიის ცნობით, შაბათს მთიანი ყარაბაღის მახლობლად აზერბაიჯანის ჯარისკაცი იქნა მოკლული სომხეთის ჯარებთან შეტაკებებში. ამ ინფორმაციის თანახმად, ინციდენტი მოხდა სოფელ ტაგიბეილიში, რომელიც აზერბაიჯანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე აღდამის ოლქში მდებარეობს. რეგიონში დაძაბულობა გამწვავდა იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთი და აზერბაიჯანის მჭიდრო მოკავშირე თურქეთი ერთმანეთთან დიპლომატიური კავშირების დამყარებას და საზღვრების გახსნას ცდილობენ.
XS
SM
MD
LG