Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდ ადრონულ ამაჩქარებელში (LHC) სარეკორდო სიმძლავრის კოლიზიებს მიაღწიეს


დიდ ადრონულ ამაჩქარებელში (Large Hadron Collider) დღეს წარმატებით შეაჯახეს ერთმანეთს თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრავი ნაწილაკები. ხელსაწყო, რომელსაც დიდ ადრონულ ამაჩქარებელს უწოდებენ, შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე, ჟენევის მახლობლად მდებარეობს და ცერნის, ანუ ატომური ფიზიკის ევროპული ცენტრის პროექტია, თუმცა მასში მსოფლიოს მრავალი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წარმომადგენელი მეცნიერებიც მონაწილეობენ. მეცნიერთა განმარტებით, მიზანია ნაწილაკების შეჯახების შედეგად, „დიდი აფეთქების“ მინი-ვერსიების მეშვეობით, იმის რეპროდუქცია და შესწავლა, რაც 14 მილიარდი წლის წინ, „დიდი აფეთქების“ შემდგომ პერიოდში ხდებოდა სამყაროში.
XS
SM
MD
LG