31 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თინა ხიდაშელი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელი. მან ისაუბრა ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის დროს აღმოჩენილ დარღვევებზე. ხიდაშელმა ახსნა თუ რატომ არ თვლის ის ცალკეული ტიპის დარღვევებს მექანიკურ, ტექნიკურ შეცდომებად. მისი ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე ნებით იწერს თავის ბინაში არაბუნებრივად ბევრ პირს, რითაც ამა თუ იმ უბანში ამომრჩეველთა რაოდენობა ხელოვნურად იცვლება და ამას შეუძლია შედეგზე ზეგავლენის მოხდენა. ხიდაშელის აზრით, იმის გარკვევის ერთ-ერთი გზა - სიებში არსებული დარღვევები იქნება, თუ არა გამოყენებული არჩევნების შედეგებზე გავლენის მოსახდენად, შეიძლება იყოს არჩევნების დასრულების შემდეგ ე.წ. ”სამაგიდო ჟურნალების” ფოტო-გადაღება. თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში წინასწარ განსაზღვრული ე.წ. ”რისკ-ჯგუფების” არჩვენების დღეს მოქმედების გარკვევა რთული არ იქნება.
სტუმრად ჩვენს ეთერში: თინა ხიდაშელი

ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1