Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმადინეჟადი ამბობს, რომ უკან არ დაიხევს


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დღესაც გაიმეორა, რომ მსოფლიოს მხრიდან ზეწოლა ირანზე, მხოლოდ „განამტკიცებს“ ირანის ისალმურ რესპუბლიკას თავის მისწრაფებაში, განაგრძოს ბირთვული სამუშაოები. „რაც არ უნდა იხტუნაოთ და მიიღოთ რეზოლუციები, ეს ვერ შეაჩერებს ჩვენს პროგრესს და ირანული სახელმწიფოს შექმნას“, - განაცხადა აჰმადინეჟადმა მიმართავში, რომელიც სახელმწიფი არხებით გადაიცემოდა. აჰმადინეჟადმა ასევე გააკრიტიკა ბარაკ ობამა იმის გამო, რომ დაპირების მიუხედავად, რეალურად ვერაფერი შეცვალა. შეერთებული შტატები გამოდის ინიციატივით, რათა გამკაცრდეს საეთაშორისო სანქციები ირანის წინააღმდეგ, რომელსაც ურანის გამდიდრება ბირთვული იარაღის შესაქმნელად სჭირდება.
XS
SM
MD
LG