6 აპრილს რადიო თავისუფლების დილის ეთერის სტუმარი იყო ანდრო ბარნოვი, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ის ნატოს მიერ ორგანიზებული ტურის ფარგლებში იმყოფებოდა ავღანეთში. ქართველი პოლიტოლოგი პირველად მონაწილეობდა ასეთ ღონისძიებაში, რისი მიზეზი ისიც იყო, რომ სულ მალე ქართველი სამხედროების დიდი ნაკადი გაემგზავრება ავღანეთში ალიანსის მიერ წარმოებულ ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად. წინასწარი ინფორმაციით, ქართველი სამხედროების ეს ნაკადი ჰელმანდის პროვინციაში იმსახურებს. ”ეს იყო ფანტასტიური ტური” - ამბობს ბარნოვი, რომელსაც ავღანეთში ყოფნისას საშუალება ჰქონდა შეხვედროდა კოალიციის მაღალჩინოსნებს, მათ შორის - გენერალ სტენლი მაკკრისტალს, აგრეთვე ავღანეთის ინტელექტუალური წრეების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს. ანდრო ბარნოვმა რადიო თავისუფლების მსმენელებს ნაწილობრივ გაუზიარა თავისი შთაბეჭდილებები. ”ის რაც ავღანეთში ხდება, არის სახელმწიფოს, ერის მშენებლობა” - ამბობს ბარნოვი.
სტუმრად ჩვენს ეთერში: ანდრო ბარნოვი

ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1