8 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ანა აბაშიძე, სახალხო დამცველის აპარატში არსებული ბავშვთა და ქალთა უფლებების ცენტრის იურისტი. მან ისაუბრა სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებზე, რომლებიც 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშშიც შევიდა. ანა აბაშიძემ აღნიშნა, რომ გაუჭირდება გამოყოს რომელიმე დაწესებულება, სადაც ყველაზე მძიმე, ან ყველაზე კარგი მდგომარეობაა. მისი თქმით, ბავშვთა სახლებში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციის ძირითად წყაროს ბავშვების მშობლები წარმოადგენენ. თუმცა, ბოლო მონიტორინგის შემდეგ გახშირდა ბავშვთა ზარებიც სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებთან.
სტუმრად ჩვენს ეთერში: ანა აბაშიძე

ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1