Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 აპრილის ტრაგედიიდან 21 წელი გავიდა


9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი
9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი
პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან, დილიდან უამრავი ადამიანი მიდის. ისინი პატივს მიაგებენ 9 აპრილს დაღუპელებს და 21 წლის წინ დატრიალებულ ტრაგედიას იხსენებენ. 9 აპრილის მემორიალთან მიდიან პოლიტიკოსები, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.

როგორც საქართველოს პარლამენტის წევრები აცხადებენ, 9 აპრილი არის მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც საფუძველი დაუდო ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. მათივე თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ამ დღეს დაიღუპნენ და რომლებმაც ეს დღე გადაიტანეს, ეროვნული გმირები არიან.

9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან მივიდა და პანაშვილიდი გადაიხადა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია II-მ. მან განაცხადა, რომ 9 აპრილის ღამეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად დიდია ქართველი ხალხის სიყვარული სამშობლოს მიმართ.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG