Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში ბაკიევის მომხრეთა აქციაზე სროლა იყო


ყირგიზეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ოშში განდევნილი პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევის მომხრეთა აქცია მისმა ოპონენტებმა ჩაშალეს. ბაკიევის დაცვას ჰაერში მოუწია გასროლა, რათა ბაკიევს აქციის დატოვების საშუალება მისცემოდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის. ბაკიევის ოპონენტებმა თავიანთი აქციიდან ბაკიევის მომხრეთა აქციაზე გადაინაცვლეს. გასროლა მაშინ მოხდა, როცა ბაკიევმა აქციაზე სიტყვით გამოსვლა სცადა. გასროლის შემდეგ ბაკიევი სწრაფად ჩასვეს მანქანაში და ქალაქიდან გაიყვანეს. ბაკიევმა ქვეყნის სამხრეთს მას შემდეგ შეაფარა თავი, რაც გასულ კვირაში მის ანტი-სამთავრობო აქციის მონაწილეებს და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებამ 80-ზე მეტი პირი იმსხვერპლა. ბაკიევი აცხადებს, რომ შესაძლოა გადადგეს, თუკი დროებითი მთავრობა მას და მის ოჯახს უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს. ამასთან, მან დღეს განაცხადა, რომ უარი თქვა ბელორუსიაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაზე. დროებითი მთავრობა კი აცხადებს, რომ მომხდარი ძალადობის გამო ბაკიევმა პასუხი უნდა აგოს. რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ბაკიევს ოთხშაბათს გვიან საღამოს ტელეფონით ელაპარაკა. საუბრის დეტალები უცნობია.
XS
SM
MD
LG