Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს პაკისტანში ორი თვითმკვლელის მიერ მოწყობილმა აფეთქებებმა სულ ცოტა 32 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა


დღეს პაკისტანში ორი თვითმკვლელის მიერ მოწყობილმა აფეთქებებმა სულ ცოტა 32 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 64 დაიჭრა. ინციდენტი მოხდა გაეროს სარეგისტრაციო პუნქტთან. პირველი ბომბი აფეთქდა კაჭა პუხას სარეგისტრაციო პუნქტთან ქალაქ კოჰატის გარეუბანში. მეორე კი მაშინ აფეთქდა, როცა პირველი ბომბით აფეთქებულების საშველად შეიკრიბა ხალხი. ვარაუდობენ, რომ აფეთქებები თალიბანმა მოაწყო.
XS
SM
MD
LG