Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში მოხდა დაპირისპირება მიწის საკუთრებაზე უთანხმოების გამო


ყირგიზეთში ჯოხებით შეიარაღებული ასობით ადამიანი დაუპირისპირდა მილიციელებს მიწის საკუთრების საკითხზე უთანხმოების გამო. დაპირისპირება დედაქალაქ ბიშკეკის მახლობლად მოხდა. საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები ქალაქის დროებითი ხელმძღვანელობისაგან მოითხოვდნენ მიწის დაკანონებას, რომელიც მათ მანამდე ჰქონდათ დაკავებული ბიშკეკთან მდებარე სოფელში. დემონსტრანტები დაიშალნენ მას შემდეგ, რაც მერის მოვალეობის შემსრულებელმა ხელი მოუწერა დოკუმენტზე მათთვის მიწის გადაცემის შესახებ. დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ გავრცელებულა. დღესვე გავრცელებული ცნობით, სამხრეთ ყირგიზეთის ქალაქ ჯალალ-აბადში დემონსტრაცია გამართეს დამხობილ პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის მომხრეებმა. რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტის ცნობით, 1000-მდე ადამიანი შეიკრიბა ქალაქის ცენტრში ქვეყნის დროებითი მთავრობის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად.
XS
SM
MD
LG