Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს მისიის ხელმძღვანელი ალიანსის წევრებს შეხვდა


ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ოდრი გლოვერი დღეს ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენლებს შეხვდა. ალიანსის ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, საუბარი იყო რეკომენდაციებზე, რომლის შესრულების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა მინიმუმამდე შემცირდება. ალასანიამ აღნიშნა, რომ ეუთოს მისიისგან ამომრჩეველთა ხმების კონფიდენციალურობის დაცვის სრული გარანტია მიიღეს. ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისგან მსგავსი გარანტია არსებობს - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
XS
SM
MD
LG