გავრცელებული ცნობებით, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ტანერ ილდიზმა განაცხადა, რომ თურქეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას გაზის ფასზე. ეს საკითხი „ნაბუკოდ“ წოდებული გაზსადენის პროექტს უკავშირდება. ილდიზის განცხადებით, ის და თურქეთის სხვა ოფიციალური წარმომადგენლები 26 აპრილს ანკარაში შეხვდნენ აზერბაიჯანის ოფიციალურ წარმომადგენლებს აზერბაიჯანიდან თურქეთში გადასაქაჩი გაზის ფასსა და მოცულობაზე მოსალაპარაკებლად. თუმცა, ილდიზის თქმით, აზერბაიჯანის გაზის თურქეთზე ტრანზიტის საკითხი კვლავაც მოუგვარებელი რჩება. „ნაბუკოს“ მილსადენით გაზი ახლო აღმოსავლეთიდან და კასპიის აუზიდან ევროპას უნდა მიაწოდონ, მაგრამ ჯერ არ გაფორმებული არც ერთი შეთანხმება გაზის ექსპორტიორებთან, რის მიზეზადაც ბევრს მიაჩნია ის გარემოება, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი ჯერ არ შეთანხმებულან ევროპაში საექსპორტო გაზის თურქეთის გავლით ტარნზიტის ფასზე.
თურქეთმა, ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანთან გაზის საკითხზე შეთანხმებას მიაღწია
ყველაზე პოპულარული
1