Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველო-რუსეთის ომის შედეგებისადმი მიძღვნილი დისკუსია გაიმართა


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველო-რუსეთის ომის შედეგებისადმი მიძღვნილი დისკუსია გაიმართა. მანამდე ასამბლეას აგვისტოს ომის ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელმა ჰაიდი ტალიავინიმ მისიის მიერ მომზადებული ანგარიში გააცნო. დღევანდელ სხდომაზე წარსდგნენ მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები მათიაშ ეორში და დევიდ უილშერიც, რომლებმაც საქართველო-რუსეთის ომის შედეგების თაობაზე ერთიანი მოხსენების შეთანხმება ვერ შეძლეს. შესაბამისად, ვერ მომზადდა რეზოლუციის პროექტიც. ამიტომ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელსაც აგვისტოს ომის შესახებ დღემდე 3 რეზოლუცია აქვს დამტკიცებული, წლევანდელ საგაზაფხულო სესიაზე მსგავს დოკუმენტს კენჭს არ უყრის.
XS
SM
MD
LG