Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპანდრეუ: ევროკავშირთან და სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებში „ქვეყნის გადარჩენის“ საკითხი წყდება


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა გეორგ პაპანდრეუმ დღეს კანონმდებლებს განუცხადა, რომ „ქვეყნის გადარჩენის“ საკითხი წყდება დღეს ევროპის კავშირთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებში. მოლაპარაკების თემაა ათენისთვის ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის 45 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების აღმოჩენა. საბერძნეთი აცხადებს, რომ თუკი 19 მაისამდე ვერ მიიღებს დახმარებას, ის ვერ გაისტუმრებს ვალებს და გაკოტრდება. ევროპის კომისიის თავმჯდომარის, ჟოზე მანუელ ბაროზუს თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დასრულდება. ხუთშაბათს ათენის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართა მთავრობის გეგმების საწინააღმდეგოდ. სახელმწიფოსთვის ფინანსური დახმარება უკიდურესად არაპოპულარულია მოსახლეობაში, ვინაიდან, საპროტესტო აქციების მონაწილეთა თქმით, ის მძიმე ტვირთად დააწვება რიგით ადამიანებს.
XS
SM
MD
LG