Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ქალაქებში ასიათასობით პირმა აღნიშნა1 მაისი


ასიათასობით დემონსტრანტი გავიდა მსოფლიოს ქალაქების ქუჩებში, მშრომელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციებში მონაწილეობის მისაღებად. მოსკოვში აქცია გამართეს კომუნისტებმა, პროფკავშირების აქტივისტებმა, ნაციონალისტებმა და პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მმართველი პარტიის, "ერთიანი რუსეთის" მხარდამჭერებმა. პარალელურად, რუსეთის დედაქალაქში პუტინის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციის აქციაც გაიმართა, რომელშიც ათასობით პირმა მიიღო მონაწილეობა. რუსეთის მედიის ცნობით, მთლიანობაში დღევანდელ აქციებში 1,7 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. სტამბოლის ცენტრში, ტაქსიმის მოედანზე 100 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა, სამი ათწლეულის განმავლობაში პირველად გამართულ საპირველმაისო აქციაზე. ამ მოედანზე მსგავსი აქციების ჩატარება 1977 წლის 1 მაისის შემდეგ აიკრძალა - მაშინ დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა და 36 ადამიანი იმსხვერპლა. პროფკავშირების ორგანიზებული აქციებით 1 მაისი თბილისში და ბათუმშიც აღინიშნა.
XS
SM
MD
LG