Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან გაჩეჩილაძე "სახალხო კრების" ინიციატივას უერთდება


მოძრაობა "დაიცავი საქართველო" "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" ინიციატივას უერთდება. ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ "სახალხო კრების" ოფისში საინიციატივო ჯგუფის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გაჩეჩილაძე მხარს უჭერს კრების მოწვევის იდეას და თანადგომას აღუთქვამს კრების საინიციატივო ჯგუფს. მისივე თქმით, ორგანიზაცია "დაიცავი საქართველო" აქტიურად ჩაერთვება კრების მოწვევის საქმეში.ამასთან, კრების საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, ჯერ არ არის დადგენილი თარიღი, თუ როდის გაიმართება კრება; თუმცა, ცნობილია, რომ სახალხო კრება დაინიშნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. მანამდე „წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ იდეას ნინო ბურჯანაძე და მისი „დემოკრატიული მოძრაობაც“ შეუერთდა.
XS
SM
MD
LG