Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნინო ციხისთავი


ნინო ციხისთავი, ”კავკასიის ქალთა ქსელის” ხელმძღვანელი
ნინო ციხისთავი, ”კავკასიის ქალთა ქსელის” ხელმძღვანელი
4 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო ციხისთავი, ”კავკასიის ქალთა ქსელის” ხელმძღვანელი. მან ისაუბრა ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელობაზე ოკუპირებულ რეგიონებში და აღნიშნა, რომ საჭიროა იქ ადამიანის უფლებებზე დამკვირვებელთა წარმომადგენლობითი, მრავალმხრივი ჯგუფის მუშაობა და, ამის შესახებ ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ წინადადებები. თუმცა, ციხისთავი ნაკლებად რეალისტურად თვლის ამგვარი ფორმატის ამუშავებას იმის გათვალისწინებითაც, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის მეთვალყურეებსაც არ უშვებენ. ნინო ციხისთავმა ისაუბრა აგრეთვე საქართველო-რუსეთის ომის შედეგად დაზარალებულების კანონით განსაზღვრული უფლებების დაცვის აუცილებლობაზე.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG