Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკში დააკავეს ტაიმს სკვერზე აფეთქების მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი


ნიუ იორკში დააკავეს აშშ-ის მოქალაქე, პაკისტანში დაბადებული ფაიზალ შაჰზადი, რომელიც ეჭვმიტანილია ტაიმს სკვერზე დანაღმული ავტომანქანის აფეთქების მცდელობაში. აშშ-ის გენერალურ პროკურორ ერიკ ჰოლდერის განცხადებით, შაჰზადი დააკავეს ნიუ-იორკის ერთ-ერთ აეროპორტში, როცა ის დუბაიში გამგზავრებას აპირებდა. გენერალური პროკურორის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება: „მიმდინარეობს გამოძიება, ისევე როგორც ჩვენი მცდელობა, მოვიპოვოთ გამოსადეგი სადაზვერვო ინფორმაცია და მივყვებით რამდენიმე კვალს. მაგრამ ცხადია, რომ ამ ტერორისტული აქტის მიზანი ამერიკელების დახოცვა იყო“. გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, შაჰზადი დააპატიმრეს ტაიმს სკვერზე შაბათს დანაღმული ავტომაქანის მიყვანის ბრალდების საფუძველზე.
XS
SM
MD
LG