Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ალიანსი” მიესალმება ეროვნული საბჭოს საპასუხო ნაბიჯს


რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი დადებით ნაბიჯად აფასებს ”კონსერვატიული პარტიის” გადაწყვეტილებას, რომ 30 მაისის არჩევნებისთვის საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი მოხსნას გაერთიანების “ალიანსი საქართველოსთვის” სასარგებლოდ. ხიდაშელი საზოგადოებას შეახსენებს, რომ მანამდე “ალიანსმა” ასევე მოხსნა საკუთარი მაჟორიტარი კანდიდატი დიდუბის რაიონში ხალხის პარტიის ლიდერის კობა დავითაშვილის სასარგებლოდ. “ჩვენ ველოდებოდით, რომ გადაიდგმებოდა გარკვეული საპასუხო ნაბიჯები ოპოზიციის მხრიდან. რადგან ეს მოხდა, ე.ი. რაღაც დონეზე მაინც არსებობს გაგება ოპოზიციურ ძალებს შორის”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა, რომლის განმარტებითაც, ეროვნული საბჭოს საპასუხო ნაბიჯი მიუთითებს ოპოზიციის სურვილზე, რომ მაისის არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობა დაამარცხოს.
XS
SM
MD
LG