Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტების აზრით საბერძნეთს უფრო მეტი დახმარება სჭირდება


როგორც გერმანიის ფინანსთა სამინისტროს ექსპერტებმა გამოთვალეს, საბერძნეთს იმაზე მეტი ფინანსური დახმარება ესაჭიროება, ვიდრე ამას ევროზონისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეთანხმებული პაკეტი ითვალისწინებს. 2012 წლის ბოლომდე საბერძნეთს 150 მილიარდი ევრო დასჭირდება, დახმარების პაკეტი კი ამ ეტაპზე 110 მილიარდ ევროს მოიცავს. ამ დახმარების მიღების სანაცვლოდ საბერძნეთი გადასახადების გაზრდას, სახელმწიფო ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას და საბიუჯეტო სექტორში ხელფასების კლებას დათანხმდა.
XS
SM
MD
LG