Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში პროფკავშირები მორიგი საპროტესტო აქციების მოწოდებით გამოდიან


საბერძნეთში პროფკავშირები გამოდიან მოწოდებით, მორიგი აქციები გაიმართოს მთავრობის მიერ ბიუჯეტის ხარჯების შემცირების გეგმის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად. ოთხშაბათს საპროტესტო აქციების დროს ათენში სამი ადამიანი დაიღუპა. ზომები, რომლებსაც საბერძნეთმა უნდა მიმართოს ევროკავშირის წევრებისაგან და საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან დახმარების პაკეტის მიღების სანაცვლოდ, გადასახადების გაზრდას და ხელფასების და პენსიების შემცირებასაც ითვალისწინებს. საბერძნეთისთვის განკუთვნილი კრედიტების პაკეტი 110 მილიარდ ევროს მოიცავს. საბერძნეთის პარლამენტში დღეს იმართება კენჭისყრა კანონპროექტზე, რომელიც საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვას ითვალისწინებს.
ოთხშაბათს ქვეყანა საყოველთაო გაფიცვამ მოიცვა. რამდენიმე ქალაქში გაიმართა დემონსტრაციები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. არეულობის დროს ცეცხლი წაუკიდეს შენობებს, დაამსხვრიეს ავტომანქანები. სამი ადამიანი დაიღუპა ბანკში, რომელსაც დემონსტრანტებმა აალებადი ყუმბარა ესროლეს.
XS
SM
MD
LG