Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ტუღუში


გიორგი ტუღუში, სახალხო დამცველი
გიორგი ტუღუში, სახალხო დამცველი
10 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი ტუღუში, საქართველოს სახალხო დამცველი. მან ისაუბრა 7-8 მაისს ღამით ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში მომხდარსა და სახელმწიფოს როლსა და ვალდებულებაზე მსგავს ვითარებაში. ტუღუშის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მსგავს ფაქტებზე იყოს ადეკვატური რეაგირება და ძალადობას გაეცეს შესაბამისი პასუხი. სახალხო დამცველი თვლის, რომ როდესაც დაპირისპირება აჩვენებს, რომ ის შეიძლება გადაიზარდოს ძალადობაში, იკვეთება გამოხატვის თავისუფლების ზღვარი და საუბარია დანაშაულის ნიშნებზე, რაზეც უნდა იყოს კანონიერი რეაგირება. ”ძალადობა ყველა შემთხვევაში არის დასაგმობი”, - აცხადებს გიორგი ტუღუში. სახალხო დამცველის აზრით, თავის დროზე არ იქნა გადადგმული მთელი რიგი ნაბიჯები, რაც ესკალაციას თავიდან აარიდებდა საზოგადოებას. საკადრისი პასუხი არ გაეცა იმ ადამიანთა ქცევას, როცა შეუწყნარებლობის ნიადაგზე არაერთი დარბევა უპასუხოდ დარჩა სახელმწიფოს მხრიდან.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG