Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამომცემელი მალხაზ გულაშვილი ადასტურებს, რომ ცხინვალშია


მალხაზ გულაშვილმა, რომელიც მედია ჰოლდინგ ”ჯორჯიან თაიმსის” გამომცემელი და "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" დამფუძნებელი გახლავთ, დაადასტურა, რომ შვილთან ერთად ცხინვალში იმყოფება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს უთხრა ტელეფონით. ”ბავშვს თავს დაესხნენ და მისი გაუპატიურება მოინდომეს. იგი თავდამსხმელებს მანქანიდან გამოექცა. აბა, მანდ უნდა ვყოფილიყავით, სანამ ამ ბავშვს რამეს არ დამართებდნენ?” - თქვა გულაშვილა და დაამატა, რომ არ გამორიცხავს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს სთხოვოს პოლიტიკური თავშესაფარი.

XS
SM
MD
LG