Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრიპოლში მომხდარ ავიაკატასტროფას მხოლოდ 8 წლის ჰოლანდიელი ბიჭი გადაურჩა


ლიბიის დედაქალაქში დღეს მომხდარ ავიაკატასტროფას მხოლოდ 8 წლის ჰოლანდიელი ბიჭი გადაურჩა - ამის შესახებ სააგენტო ფრანს-პრესი იუწყება. ლიბიის კუთვნილმა აერობუსმა, რომელიც რეისს იოჰანესბურგიდან ასრულებდა, კატასტროფა ტრიპოლის აეროპორტში დაშვებისას განიცადა. თვითმფრინავში 93 მგზავრი და ეკიპაჟის 11 წევრი იმყოფებოდა. თანამგზავრული ტელეკომპანიის ალ-არაბიას ცნობით, კატასტროფის წინასწარი მიზეზი პილოტის შეცდომაა.
XS
SM
MD
LG