Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ავღანეთის მთავრობასთან ურთიერთობის დაძაბვის თემას გაბუქებულად თვლის


ავღანეთისა და აშშ-ს პრეზიდენტებმა ჰამიდ კარზაიმ და ბარაკ ობამამ განაცხადეს, რომ ავღანეთისა და აშშ-ს მთავრობები კვლავაც მოწოდებული არიან ერთობლივი მუშაობისთვის ალ ყაიდის დასამარცხებლად და ავღანეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. თეთრ სახლში ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ჰამიდ კარზაისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბარაკ ობამამ განაცხადა: ”რაც ეხება აშშ-სა და ავღანეთის მთავრობებს შორის დაძაბულობის საკითხს, ნება მომეცით დასაწყისშივე ვთქვა, რომ ბევრი რამ უბრალოდ გაბუქებული იყო”. ჰამიდ კარზაიმ კი აღნიშნა, რომ მას და ობამას დროდადრო ჰქონდათ განსხვავებული შეხედულებები და სავარაუდოდ, მეტი უთანხმოება კიდევ წინ არის, თუმცა, აღნიშნა, რომ ამერიკისა და ავღანეთის ურთიერთობები ძლიერია და ღრმა: ”საბოლოოდ, ჩვენი ურთიერთობა დღეს ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ეს არის კარგი გზავნილი, რომელსაც მე ავღანელ ხალხს ზეგ ჩავუტან”.
XS
SM
MD
LG